LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილის საქმე: “ზეგის” თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

191
BeFunky-collage (33)

ერთ საათზე მეტია ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს ჩხრეკა თბილისში – თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კომპანია “ზეგის” თანამშრომლების სახლებში პარალელურ რეჟიმში ტარდება.

გამომძიებლები იმყოფებიან კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის სახლთან, რადიანის ქუჩაზეც.

საპროცესო მოქმედებას ესწრება კობერიძის ადვოკატიც. მედიასთან საუბრისას ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედება და რა ინფორმაციას ეძებს გამოძიება აღნიუშნულ მისამართზე.

კობერიძის უფლებადამცველი საგამოძიებო უწყების მხრიდან ჩატარებულ ჩხრეკის პროცესს უსაფუძვლოდ მიიჩნვებს და აინეტერესებს ჩაატარეს თუ არა, ჩხრეკა ბაჩანა ლობჟანიძის სახლში.

“ბაჩანას მითითებების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების დაწყებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. კითხვა მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან, ჩაატარეს თუ არა ჩხრეკა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში და მიმდინარეობს თუ არა, ის საგამოძიებო მოქმედებები.

ყველანაირი ინფორმაცია, რაც კომპანიასთან დაკავშირებით იყო ხელთ არსებული საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდებულია” – აცხადებს კომპანია “ზეგის” ადვოკატი.

ვახო სანაია: “საიტზე, რომელსაც კომპანია ,,ზეგ” უწევდა უზრუნველყოფას, საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც არის ატვირთული”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g