23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებას და ბოლო დროს საქმეში გამოჩენილი ახალი ფიგურანტების მიერ გაჟღერებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ვახო სანაია ეხმაურება მორიგი “ფეისბუქ” პოსტით.
საუბარია ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებაზე, რომ თამარის სამსახური – შპს “ზეგი” ქართული მენტალიტეტის შეუსაბამო საქმიანობას ეწევა.
“თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე”- ვიდეოინტერვიუ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობართან
“მომერიდა მეკითხა ამ სასიყვარულო მონაწერზე” – წერილი მომავლიდან, რომელიც ZAG-ის მენეჯერს გაუგზავნეს
ვახო სანაია ინტერესდება არის თუ არა ქვეყნაში დასჯადი პორნოგრაფიული ვიდეო-მასალის დამზადება. როგორც ჟურნალისტი წერს, საიტზე, რომელსაც კომპანია „ზეგი“ დეველოპერულ მხარდაჭერას უკეთებს, პორნოგრაფიულ ვიდეოებში ქართულ ენაზე საუბარი ისმის.
“იურისტები ვინც ხართ, გამარკვიეთ ერთ საკითხში. ვარკვევ და მგონი ცოტა ბუნდოვანია კანონმდებლობა.
რამდენიმე შეკითხვას ჩამოვწერ და განვიხილოთ.
საქართველოში პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება არის თუ არა დასჯადი ?
მაგალითად, გადავიღე პორნოგრაფიული ვიდეო, მერე ეს ვიდეო ვინმეს მივყიდე და აიტვირთა უცხოურ საიტზე. არის თუ არა ეს დანაშაული ?
საიტზე, რომელსაც კომპანია ,,ზეგ” უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც. ისმის ქართული საუბრები და მონაწილეები არიან სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები. თავად ვიყავი შესული ამ საიტზე და დავათვალიერე ყველაფერი.
ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ეკისრება თუ არა კომპანია ,,ზეგს” რაიმე პასუხისმგებლობა.
გასაგებია, რასაც ამბობს ეს კომპანია, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, მაგრამ შეუძლებელია, ამ კომპანიის თანამშრომლები არ
დაინტერესებულიყვნენ, ვის უწევენ უზრუნველყოფას და ამ გვერდზე შესულები არ იყვნენ, არ იცნობდნენ შინაარსს. თუ საიტზე შესული ხარ,
აუცილებლად ძალიან მარტივად ნახავ საქართველოში დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა სახით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
თუ დანაშაულია აქ პორნოგრაფიის შექმნა და შენ ამას ხედავ უცხოურ საიტზე, გეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება ? მაგალითად, შეატყობინო შესაბამის სტრუქტურებს ?
უცხოურმა საიტმა რატომ შეარჩია პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია საქართველოში ?
მოკლედ, რადგან მეჩვენაბა, რომ კანონმდებლობა არ არის მთლად მკაფიო, მაინტერესებს მოსაზრებები, მათ შორის იურისტების.
ამ ეტაპზე ეს შეკითხვები მაქვს.
აქვე განმარტების სახით:
კომპანია ,,ზეგი” ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს. რეირბახსვე ეკუთვნის კომპანია ,,ტროპიკალ ემბისი”. ჩემ მიერ ნახსენები პორნოსაიტის მისამართი ( რომლის მისამართს აქ არ ვწერ ) დაკავშირებულია ,,ტროპიკალ ემბისისთან”.”- წერს სანაია.