ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
ამის შესახებ ტარიელ ესებუამ ადვოკატ იოსებ ჯანაშიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. სხვა დამატებითი კომენტარი მას არ გაუკეთებია.
8 თებერვალს, ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ ტარიელ ესებუამ განაცხადა, რომ არ იცოდა, მისი შვილი სად იმალებოდა. ტარიელ ესებუა ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც ბანკზე თავდასხმა მოხდა, შვილი არ უნახავს.
2-წლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა გუშინ, 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ადვოკატი: ბადრი ესებუა არანაირ ბრალს, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს
მოწმის სახით გამოჰკითხეს იმ ოჯახის წევრები, სადაც, სავარაუდოდ, ბადრი ესებუა დააკავეს
“ყველაზე მაგრად მინდა, რომ დავაკავოთ” – შს მინისტრი ბადრი ესებუაზე