LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე: „ოცნებამ“ თავისი პარტნიორი ჯგუფისგანაც კი ვერ მოახერხა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, წარმოიდგინეთ, რა რეპუტაცია აქვს ევროპაში

80
BeFunky-collage (41)

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ  ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE)-ს კონფერენციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მათი მხარდამჭერი ჯგუფებისგანაც ვერ მოახერხეს ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რაც მათ საერთაშორისო რეპუტაციაზე მეტყველებს.

ვაშაძე: ჩვენ ეს შევძელით, რეზოლუცია მიღებულია! „ALDE“ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას

„ალდეს და მისი წევრების სრული მხარდაჭერა არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ევროპული საზოგადოებისთვის იმ სურვილის მიწოდება, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს, რომ მოსახლეობის 80% უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ამ შემთხვევაში „ალდემ“ მიიღო ის რეზოლუცია, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ივნისის 22-ში დანიშნულ შეხვედრაზე მივიღოთ დადებითი შედეგი – იგივე სტატუსი, რასაც მიიღებს უკრაინა.

რა თქმა უნდა, ის ზიანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე აყენებს ჩვენს ქვეყანას და ხალხის მისწრაფებებს ძალიან დიდია, მაგრამ უნდა შევეცადოთ მსგავსი ნაბიჯებით მოვახერხოთ ამ ზიანის და რისკების შემცირება. თავისი მხარდამჭერი, პარტნიორი ჯგუფისგანაც კი ვერ მოახერხეს ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, წარმოიდგინეთ, რა რეპუტაცია აქვს „ქართულ ოცნებას“ ევროპაში.

ჩვენი ამოცანაა დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად მოვახდინოთ მოქალაქეების ინფორმირება, თუ რა სიკეთეს მოიტანს ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაწევრიანება“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა ALDE-მ მხარი დაუჭირა 5 ოპოზიციური პარტიის მიერ რეზოლუციას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ინფორმაცია 4 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გაავრცელა. რეზოლუციის ავტორები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები