ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა ALDE-მ მხარი დაუჭირა 5 ოპოზიციური პარტიის მიერ რეზოლუციას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
“ჩვენ ეს შევძელით! რეზოლუცია მიღებულია, „ალდე“ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას”, – წერს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.
რეზოლუციის ავტორები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ არიან.
დუბლინში, ორი დღეა ALDE- ს ყრილობა მიმდინარეობს. ALDE აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და 79 მოქმედ მინისტრს.