LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი ზელენსკის: ვიმედოვნებ კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ, სიხარულით გელით, ბევრი რამ გვაქვს განსახილველი

134
Untitled design (12)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სიხარულით ელის.

ამის შესახებ ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტს ბევრი საკითხი აქვს განსახილველი:

„ვიმედოვნებ, რომ კარგად მგზავრობ, ვოლოდიმირ, სიხარულით ველი თქვენს აქ ნახვას, ბევრი რამ გვაქვს განსახილველი“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის „ტვიტში“.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა. როგორც ზელენსკი „ტვიტში“ აღნიშნავს, ის მიემგზავრება აშშ-ში, რათა გააძლიერონ მდგრადობა და თავდაცვის შესაძლებლობები. ასევე, მისი თქმით, მხარეები უკრაინისა და აშშ-ის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g