LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმაროს წყალმომარაგების პრობლემები აღარ ექნება – სიახლე დამსვენებლებისთვის

134
ბახმარო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ ბახმაროს წყალმომარაგებაწყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტირებას იწყებს.

შესაბამის დოკუმენტს ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და შპს „წყლისა და შენობების ინჟინერია“-ს დირექტორმა კონსტანტინე სანაძემ მოაწერეს.

ბახმაროში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, არ ფუნქციონირებს კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა. შესაბამისი ინფრაქტრუქტურის არ არსებობის გამო დაბას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

პროექტირების დასრულების შემდეგ, დაიწყება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაჭრის ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და ბახმაროს დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ასევე, კურორტს წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა და გამწმენდი ნაგებობა მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს”, – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები