LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე და სერგეენკო მიდიან, პრემიერის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს- უმრავლესობა არ ადასტურებს

1433
კოლაჟჟჟიიიი

მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ცნობით, პრემიერის პოსტზე ბახტაძეს მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ თემაზე არანაირი საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.

 “მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ კონკრეტული პირების საქმიანობას ვაფასებთ, როცა მოდიან პარლამენტში, დანარჩენი შეფასება არის პრემიერის პრეროგატივა. უმრავლესობის სხდომის ფორმატში ამაზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პოპულალურები