სახელმწიფო აუდიტი აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, პარტიებმა რამდენი შემოწირულობა მიიღეს.
ამ მხრივ ლიდერ პოზიციას იკავებს „ქართული ოცნება“, რომელსაც სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს.
ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემომწირველებიდან 118-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან – 60 ათას ლარამდე გაიღო.
ბოლო 9 თვის მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მმართველ პარტიას თანხა 549-მა სუბიექტმა ჩაურიცხა.
ოპოზიციური პარტიებიდან კი შემომომწირველთა რეიტინგი შემდეგნაირად ნაწილდება.
1. „ლელო საქართველოსთვის“ პარტიას სექტემბრის თვეში 1 312 590,51 ლარი შესწირეს.
2. „სტრატეგია აღმაშენებელი“ – შემოწირულობამ სექტემბერში 1 172 837 ლარი შეადგინა.
3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიამ შემოწირულობის სახით 665 400 ლარი მიიღო.
4 „ევროპული საქართველოს“ სექტემბრის თვის შემოწირულობამ კი 408 031,3 ლარი შეადგინა.
„ლელოს“ თანხა 59- მა სუბიექტმა შესწირა, მათ შორის 35-მა მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე ჩაურიცხა.
„სტრატეგია აღმაშენებლს“ თანხა 36- მა სუბიექტმა ჩაურიცხა, მათ შორის 24-მა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე შესწირა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სექტემბრის თვეში, ჯამში, თანხა 90-მა სუბიექტმა შესწირა, მათ შორის 9 მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე ჩაურიცხა.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებს შორისაა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი. მან პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა.
ასევე, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც პარტიის მიმართ 55 ათასი ლარი გაიღო.
შემომწირველტა შორისაა მსახიობი გოგოლა კალანდაძეც. მან პარტიას 30 ათასი ლარი ჩაურიცხა.
ხატია დეკანოიძემ კი პარტიას 18 ათასი ლარი შესძინა.
შემომწირველებს შორისაა დიმიტრი შაშკინიც, მან პარტიას 2625 ლარი შესწირა.
„ევროპულ საქართველოს“ კი თანხა 63- მა სუბიექტმა ჩაურიცხა, მათ შორის 6-მა მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე შესწირა.
შემომწირველთა შორისაა: პარტიის წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც პარტიას 4 ათასი ლარი შესწირა.
მარიამ რამინაშვილი – მან პარტიისთვის 5 ათასი ლარი გაიღო.
ირაკლი კიკნაველიძე – მან პარტიას 4998.50 ლარი შესწირა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა 3 ათასი ლარი გაიღო, გიორგი კანდელაკმა და გიორგი აბაშვილმა კი 5 ათას – 5 ათას ლარი შესწირეს.
შეგახსენებთ, საპარლამენტი არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.