LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბადოსი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ,,მეტავერსში” საელჩოს გახსნის

70
barbadosnews

ბარბადოსი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ,,მეტავერსში საელჩოს გახსნის. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბარბადოსის ელჩმა, გაბრიელ აბედიმ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს ციფრული მიწის ნაკვეთების შეძენას, ციფრული ვიზების გაცემას და ნამდვილ და ვირტუალურ სამყაროებს შორის კომუნიკაციის განხორციელებას.

ცნობილი გახდა, რომ ბარბადოსის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ უკვე გააფორმა კონტრაქტი Decentraland-ის,  ერთ-ერთ უმსხვილესი  ციფრული პლატფორმის ხელმძღვანელობასთან, გარდა ამისა, კუნძულოვანი სახელმწიფოს ოფიციალური პირები ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ისეთ სხვა კომპანიებთან, როგორიცაა Somnium Space და SuperWorld.

ბარბადოსის ხელისუფლებას სურს არამარტო აღიაროს „მეტავერსი“ საკანონმდებლო დონეზე, არამედ მიიღოს ვირტუალური უძრავი ქონება საკუთარი საჭიროებისთვის 2022 წლის იანვარში. ქვეყნის მთავრობა ახალი „ნაკვეთების“ შესაძენად პროექტების დაწყებას და „მეტავერსში“ საელჩოებისა და საკონსულოების სტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად, სადაც ბარბადოსელი დიპლომატები  იმუშავებენ.

„ეს არის გზა ბარბადოსისთვის, გააფართოვოს თავისი დიპლომატიური მისიები იმ ქვეყნების მიღმა, სადაც ამჟამად გვაქვს საელჩოები, ჩვენ კი დიპლომატები მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში გვყავს“, – განმარტა ელჩმა. „ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ტექნოლოგიური დიპლომატია, რომელიც შემდეგ გავრცელდება კულტურულ დიპლომატიაზე –ეს იქნება ვაჭრობა ხელოვნებით, მუსიკისა და კულტურის სფეროებით“.- თქვა აბედიმ.

ბოლო ცნობების მიხედვით, ბარბადოსის მთავრობამ უკვე დაიქირავა ადვოკატი, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ ქვეყნის ხელისუფლების ყოველი ქმედება „მეტავერსში“ და ბარბადოსის დიპლომატიური მისია საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე ვენის კონვენციას შეესაბამებოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები