LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებს ყველაფერი კარგად ესმით, რაც ხდება… უმცროსი ბიჭი ომზე ხატავს, ეს საშინელებაა – ერთ ღამეს იმდენად დაღლილი ვიყავი, ჩემმა შვილმა გამაღვიძა და მითხრა: „დედა, ისევ სარდაფში უნდა დავბრუნდეთ: ოლენა ზელენსკა

122
ზელენსკის ოჯახი

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პარალელურად, მის შვილებს კარგად ესმით რა ხდება უკრაინაში. ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ მისი უფროსი შვილი დამოუკიდებლად ეძებს ახალ ინფორმაციებს, უმცროსი ბიჭი კი ომზე ხატავს.

„ჩვენი უფროსი შვილი, ჩვენი ქალიშვილი, დამოუკიდებლად ეძებს ინფორმაციას და ყველაფერი ისე კარგად ესმის, როგორც მე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება. ჩვენი უმცროსი შვილიც ხვდება, რომ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის. ის ომზე ხატავს, ეს საშინელებაა. ვისურვებდი, რომ სხვა რამე დახატოს. ვოცნებობ დღეზე, როდესაც ის კვლავ ბეტმენისა და სპაიდერმენის დახატვას დაუბრუნდება… მათ არ დაუსვამთ ზედმეტი კითხვები და გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ ძალიან სწრაფად. ეძინათ რამდენიმე დღე ტანსაცმლით. ერთ ღამეს იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ საჰაერო განგაშის ხმაზე მეძინა. ჩემმა შვილმა ძალიან მშვიდად გამაღვიძა და მითხრა: „დედა, ისევ სარდაფში უნდა დავბრუნდეთ. გაიღვიძე, შეგიძლია მოგვიანებით დაიძინო“, – ოლენა ზელენსკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g