LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას „ნიჭიერთა ათწლედში” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

836
nichiertaatwledi2010

ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედს“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ „ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას – ნიჭიერთა ათწლედში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიული წარსულის მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. „ნიჭიერთა ათწლედში“ აღიზარდა კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა, რომელთა მოღვაწეობამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს მუსიკალური კულტურის განვითარებასა და მის საერთაშორისო აღიარებაში. სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ წარმოადგენს ე.წ. „ბრენდს“. თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიითა და მიღწეული შედეგებით, იგი გახლავთ ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთი უნიკალური კერა.

წლების განმავლობაში სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალთა გუნდია. „ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგთა ფანატიკური შრომით შემონახულია და ვითარდება სამუსიკო სწავლების ის გამორჩეული მეთოდოლოგია, რომელიც შექმნეს „ნიჭიერთა ათწლედის“ წინა თაობების პედაგოგებმა.

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (ბრძანება N 02/13, 02.03.2020), სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედმა“, როგორც მუსიკალური განათლების გამორჩეული ტრადიციის მქონე ისტორიულ-კულტურულმა კერამ, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულმა ინსტიტუციამ, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო აღიარება მოიპოვა და ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას – „ნიჭიერთა ათწლედში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები