LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარი დღეს გვახდევინებს ნეგატიური მოლოდინის პრემიას – ექსპრემიერი ლარზე

205
lari

საქართველოს ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართება მოლოდინებით არის განპირობებული და ლარის კურსი დღევანდელი დღის მდგომარეობით არ უნდა იყოს იმ ნიშნულზე, როგორზეც არის.

ვალუტის კურსი შედგება ორი კომპონენტისგან. პირველი ეს არის ეკონომიკაში მიმდინარე რეალური მოვლენები და მეორე – მოლოდინები. რეალური მოვლენები როგორი გვაქვს ამაზე ციფრები მეტყველებს და ციფრებზე არ ვიკამათოთ. მეორე არის მოლოდინები. ბაზარი დღეს გვახდევინებს ე.წ ნეგატიური მოლოდინის პრემიას. ეს ნიშნავს, რომ მოლოდინები, რომელიც იმ მოვლენების ფონზე შეიქმნა რაც იყო, არის ნეგატიური. ეს არის სამწუხარო. როცა ვსაუბრობ თავსმოხვეულ ნეგატიურ მოვლენებზე ამას ვგულისხმობ. და როცა ნეგატიურ დღის წესრიგს მკაცრად პოლარიზებული გარემო ემატება, მითუმეტეს მცირე ზომის ეკონომიკაში, ყველაფერი ხდება მოწყვლადი”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, ბოლო, ანუ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.9614 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით მცირედით გამყარდა და 1 ევრო 3.2481 ლარი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები