LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაზისბანკი“ მწვანე პროექტების დაფინანსების ხელშეწყობას შეძლებს

Growth-in-the-Market

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – „ბაზისბანკისა” და ფონდ GGF–ს პარტნიორობის ფარგლებში, ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი საკრედიტო ხაზი მიიღო. ინვესტიციის მიზანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური პროექტები დააფინანსოს.

„ფონდის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტური პროექტების შედეგად, პირველადი ენერგიის წლიური დანახარჯი დაახლოებით 11,043 მლნ ვტ/სთ ოდენობის დანაზოგს მოგვცემს, ხოლო ნახშირორჟანგის გამოყოფას დაახლოებით 1,582 მეტრული ტონით შეამცირებს.

ფონდის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური პროექტების დაკრედიტებას მოხმარდება. საწარმოები კრედიტს ენერგოეფექტურობის და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, მანქანა-დანადგარების განახლებისთვის გამოიყენებენ. ფონდთან პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, კერძოდ საჭიროებებზე მორგებულ სიმძლავრეების ამოქმედების სწავლებას, რაც „ბაზისბანკს“ საშუალებას მისცემს, ტექნიკურად შეაფასოს და გამოთვალოს მომავალი ინვესტიციების შესაძლო ზემოქმედება გარემოზე”, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოხარული ვართ, რომ  ფონდთან თანამშრომლობის და საქართველოში მწვანე დაკრედიტების ხელშეწყობის შესაძლებლობა მოგვეცა. ენერგოეფექტურობის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით და ფონდის მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, ბაზისბანკიუფრო ეფექტურად შეძლებს მწვანე პროექტების დაფინანსების ხელშეწყობას და განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური პროექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჩვენი საცალო,  მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მსგავსი ტიპის სასარგებლო პროექტებში მაქსიმალური ჩართულობა ახალი პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენს კლიენტებს ენერგოეფექტურობის პროდუქტებისადმი კიდევ უფრო მეტად გავუღვივოთ ინტერესი. ხოლო ის ფაქტი,  რომ  სესხები სწორედ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა ხელსაყრელია როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე თავად მომხმარებლისთვისაც.  გვჯერა, რომ ფონდთან „Green for Growth“ თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო, ნაყოფიერი და ხანგრძლივი იქნება,“ – განაცხადა „ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები