“ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და მათ შორის, ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც
ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიორეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა .
მისივე თქმით, მათ კვლავ ექნებათ დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა.
სავაჭრო ცენტრებში არ იმუშავებს გასახდელი – არ იქნება არც კვების ობიექტები
„24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ, ვერ იქნება იქ დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტრანდარტების დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და მათ შორის, ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ საშუალება დისტანციური რეჟიმის ვაჭრობისა, ეს აკრძალვა არ ყოფილა დაწესებული არც ამ 2-თვიან პერიოდში. ისინი კვლავ მოემსახურებიან თავიანთ მომხმარებლებს დისტანციურად, მიტანის სერვისით,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ ნებადართული იქნება.