LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

116
საქალაქთაშრისო

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში? – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ ნებადართული იქნება.

„გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს, როგორც დაგეგმილი იყო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები