LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bb Company თბილისში ყავის ქარხანას აშენებს

197

Bb Company თბილისში ყავის ქარხანას აშენებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურამა დირექტორმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა, ქარხანაში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც სავარაუდოდ მაისისთვის დასრულდება.

”შევიძინეთ უახლესი დანადგარები იტალიური კომპანიისგან და ახლა ამ მანქანა-დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე ვაპირებთ სამი სახის ყავის წარმოებას: დაბალი, საშუალო და მაღალი ხარისხის. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი, თუმცა არც ექსპორტზე გასვლას გამოვრიცხავთ”, – აღნიშნა გოგიტიძემ.

მისივე ინფორმაციით, ყავის ახალი ქარხანა პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შენდება და მასში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.  გოგიტიძის თქმით,  ქარხანა დიღომში, ”გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და მასში დაახლოებით 50 ადამიანამდე დასაქმდება.

შპს Bb Company 2002 წელს დაარსდა და აქამდე მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას  სხვადასხვა პროდუქტის იმპორტი წარმოადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები