LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

160
ფორტუნა (75)

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

კომიტეტების სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „რუსული კანონი“ დახიეს.

„სხდომა არ ტარდება დღეს! სხდომა არ ჩატარდება. წადით ახლა სახლში! ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან, ჩემი დიდი ბაბუა გამოაცხადეს აგენტად და ბებიაჩემი იყო აგენტების შვილი, შენნაირებისგან“, – უთხრა სალომე სამადაშვილმა “ხალხის ძალის” მხარდამჭერებს კანონპროექტის დახევამდე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია

ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“.

„ნიკოლოზ, არ გაქვს უფლება, ეს რუსული კანონი განიხილო“,- მიმართა ვაშაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს.

პარლამენტის მანდატურის სამსახურმა პარტია „დროას“ ერთ-ერთი წევრი გიგა ლემონჯავა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მანდატურის სამსახური დარბაზიდან სხვა პოლიტიკოსების გაყვანასაც ცდილობენ, რომლებსაც დეპუტატის მანდატი არ აქვთ. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

„პუტინისტო”, რუსო, „შეგეწერა“. მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ რუსი ხარ“,- მიმართა ხაბეიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხაძეს.

მათი განცხადებით, ესაა პასუხი “ქართული ოცნების” “აგენტების კანონზე”. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს საშუალებას არ მისცემენ დღეს კომიტეტების სხდომა ჩაატაროს.

პარლამენტის შიგნითაც და გარეთაც აქცია იმართება. დარბაზში არ შეუშვეს არასამთავრობოებისა და მედიების წარმომადგენლები, თუმცა “ოცნების” პროპაგანდისტები და “ხალხის ძალის” მხარდამჭერები კი. მოგვიანებით შიგნით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g