უცნაურია, მაგრამ ავსტრიელ ფსიქოანალიტიკოსს და ფსიქოანალიზის ფუძემდებელს, რომელიც სხვათა კომპლექსებს და ფობიების მკურნალობდა, საოცრად ეშინოდა ციფრების 6 და 2, არასდროს სახლდებოდა სასტუმროში, სადაც 61 ნომერზე მეტი იყო, რათა შემთხვევით არ შეხვედროდა ავბედითი 62-ე ნომერი, 6 თებერვალს კი, საერთოდ არ გადიოდა სახლიდან.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ზიგმუნდ ფროიდის ცნობილ ფრაზებს:

დეპრესია – გაყინული შიშია, ნევროზი კი – გარდაუვალის მიღების უუნარობა!

ის, ვინც ჰუმანისტის ნიღაბს ირგებს, სინამდვილეში საკუთარი თავის მეტი არავინ უყვარს.

სიყვარული – მორცხვობის და გაუბედაობის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა!

ყველაზე თამამი და ბედნიერი ისაა, ვინც საყვარელი ადამიანის სიყვარულშია დარწმუნებული.

ადამიანები არასდროს ხვდებიან ერთმანეთს შემთხვევით, რადგან ყოველთვის იმას ირჩევენ, ვინც დიდი ხანია მათ ქვეცნობიერში ცხოვრობს.

ძლიერ ადამიანში შეზღუდვა, სურვილს აძლიერებს, სუსტი კი, პირველივე აკრძალვას ემორჩილება.

იყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან ძალიან რთულია და მხოლოდ ძლიერებს გამოსდით.

პრობლემის აღიარება – მისი წარმატებით მოგვარების მთავარი გარანტიაა.

ნებისმიერ ადამიანს აქვს მიზანი, რომელსაც არავის ეუბნება და სურვილი, რომელშიც საკუთარ თავსაც არასდროს უტყდება.

დათრგუნული ემოციები არსად ქრება. ისინი მხოლოდ დროებით დუმდებიან და ადამიანს შიგნიდან ღრღრიან.

ყველა ნორმალურ ადამიანს თავისი პატარა სიგიჟე აქვს, სხვანაირად შეუძლებელია.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც საკუთარი თავი უნდა შეადარო, თვითონ ხარ წარსულში. ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა გაეჯიბრო ისევ თვითონ ხარ, ოღონდ მომავალში.

ადამიანის სულის საიდუმლო მისი ბავშვობის ტკივილში იმალება. თუ ტკივილისთვის თვალის გასწორებას შეძლებ, მაშინ განკურნებასაც შეძლებ.

რაც უფრო, სრულყოფილად წარმოადგენს ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო მეტი დემონია მასში.

ადამიანთა მასას არ სჭირდება სიმართლე, მას ილუზია სჭირდება, რომლითაც სინდისს დაიმშვიდებს.

ქალის ვალია შეარბილოს მამაკაცი და არა დაასუსტოს.

სინამდვილეში ადამიანი არაფერზე ამბობს უარს, ის მხოლოდ ერთ სიამოვნებას ანაცვლებს მეორეთი.

საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ყოველთვის ჩუმად უსმენენ მათ თავმომწონეობას, ვისაც კომპლექსები არ ასვენებს.

მსგავსი თემები