ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკრაინელი სტუდენტი ვლადისლავ სავიაკი მიიღო, რომელიც სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს და გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტისგან დამატებით სტიპენდიას მიიღებს. სტუდენტს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.
“ვლადი არის ერთ-ერთი პირველი უკრაინელი სტუდენტი, რომელიც ჩამოვიდა ლვოვიდან და სწავლას გააგრძელებს თსუ-ში, ISET-ში ეკონომიკის მიმართულებით. ამ დროისთვის, სულ 6 უკრაინელი სტუდენტი გვყავს. მათთვის გამოვყავით ადგილები საერთო საცხოვრებელში და მაქსიმალურად შევეცდებით რომ მეტი უკრაინელი სტუდენტი მივიღოთ. მუდმივად გვაქვს კავშირი უკრაინის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, გვაქვს მოლაპარაკებები უკრაინელ პროფესორებთან და მუდმივად ვართ ხაზზე, რომ შევთანხმდეთ, თუ ვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის. იმედია ომი მალე დასრულდება და დასრულდება ისე, როგორც ყველას გვინდა“ – განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
მისივე თქმით, თსუ შეეცდება მაქსიმალურად დაეხმაროს სტუდენტებს და მისცეს შესაბამისი განათლება და რათა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას.
ვლადისლავ სავიაკი იტალიაში ტუშას უნივერსიტეტში სწავლობს. რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების დროს არდადეგებზე იმყოფებოდა უკრაინაში და ვერ ახერხებდა ლვოვიდან გამოსვლას. ის უკვე საქართველოშია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ერასმუს პლუს“ პროგრამის ფარგლებში ისწავლის. პერსონალი და სტუდენტები ძალიან მეგობრულები არიან.
„თსუ-ს სტუდენტური საცხოვრებელი შესანიშნავია. ყველაფერი არის სუფთა, ვიგრძენი უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ. ქართველები და უკრაინელები მეგობარი და თანამოძმე ერები არიან და ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღე“-აღნიშნა ვლადისლავ სავიაკმა.
უახლოეს დღეებში უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში კიდევ რამდენიმე სტუდენტს ელიან.