LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელას სახლი „ბინდიდან“ Airbnb-ზე გამოჩნდა (ფოტო)

424
678

თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ბელა სვონმა მამის სახლი დატოვა და საცხოვრებლად ედვართან ერთად გადავიდა. „ბინდის“ ფანებს კი საშუალება მიეცემათ, რომ მის სახლში იმდენი დღე გაატარონ რამდენიც მოესურვებათ. ორ სართულიანი სახლი, რომელიც გასულ წელს ახალ მფლობელსაც კი ეძებდა, ამიერიდან სახლების ონლაინ გაქირავების სერვისზე გამოჩნდა.

მართალია, ფილმში ბელა ჩრდილოეთ სიეტლში ცხოვრობს, თუმცა სინამდვილეში სახლი სიეტლიდან 4 საათის მოშორებით, ორეგონშია განთავსებული. ბევრი სცენაც სწორედ იქვეა გადაღებული.

სახლის ინტერიერი ხელუხლებლადაა შენარჩუნებული და შიგნით ფილმის კასტის უამრავი ფოტო მოიძებნება. გარდა ამისა, სტუმრებს გასართობად ბელასა და ჯეიკობის ფორმის ფიგურებიც დახვდებათ.

სახლი 5 ოთახს მოიცავს და მთლიანობაში იქ დარჩენას 10 ადამიანი შეძლებს.

რაც შეეხება სვონების სახლის ღირებულებას, პარასკევს ან შაბათს სახლი – 440 დოლარი ღირს, სხვა დღეებში კი ფასი მხოლოდ 330 დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები