ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს საკონსულოში უკვე შევიდა, საკონსულო კონტაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და სამართალდამცველებთან. ხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
შეგახსენებთ,ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.
ლიზა ქისტაურის დედა: მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია, თქვენ როგორ შეგიძლიათ?