ამ ეტაპზე ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს, – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალთან, ლიზა ქისტაურთან კომუნიკაცია მის ნაცნობებს რამდენიმე დღეა არ ჰქონიათ.
ლიზა ქისტაურის ამ დროისთვის ბოლო აქტივობა სოციალურ მედიაში 25 დეკემბერს ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ცეკვის ვიდეოა, რომელიც მისი აღწერის მიხედვით, მის მეუღლეს ეძღვნება.
ლიზა ქისტაურის დედა: მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია, თქვენ როგორ შეგიძლიათ?