LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა სამართალმდაცველებთან“ – რას ამბობენ საგარეო უწყებაში ქართველი ტრანსგენდერის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

616
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-05T212536.839

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერი, 26 წლის ლიზა ქისტაური მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

„საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას.“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g