LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BENTLEY საქართველოში შემოდის – დღეს პირველი ოფიციალური შოურუმი იხსნება

384

ბრიტანული საავტომობილო ბრენდი ”ბენტლი მოტორსი” საქართველოში პირველ შოურუმს ხსნის.  „ომეგა მოტორ ჯგუფი“ კი ჩვენს ქვეყანაში ”ბენტლის” ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

როგორც ”ფორტუნას” ”ომეგა ჯგუფიდან” აცნობეს, შოურუმი იქნება ისეთივე მდიდრული, ძვირადღირებული მასალებითა და ხელით დამუშავებული ნივთებით გაფორმებული, როგორიც თავად ”ბენტლის” ავტომობილებია.

შურუმის გახსნის ოფიციალური ცერემონია 6 დეკემბერს, აღმაშენებლის ხეივანში მე-10 კილომეტრზე გაიმართება.

Robert Engstler –”ბენტლის” რეგიონალურმა დირექტორმა ევროპაში, აღნიშნა: „ეს არის მნიშვნელოვანი დღე, როგორც ”ბენტლისთვის”, ასევე საქართველოსთვის. ქვეყნის მასშტაბით, ”ბენტლის” მიმართ მაღალი ინტერესია და ”ომეგა ჯგუფის” სახით  ჩვენ გვყავს, ძლიერი კომერციული პარტნიორი, რომელიც 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე არსებობს“.

“ბენტლის” ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში, ”ბენტლი თბილისი”, მომხმარებელს სთავაზობს სრული მოდელების ხაზს, რომელშიც შედის: Flyng Spur,  Mulsanne, Bentayga და ახალი Continental GT.

ცნობისთვის, ”ბენტლი მოტორსი” არის ყველაზე მოთხოვნადი, მდიდრული მანქანების ბრენდი მსოფლიოში. კომპანიის მთავარი საწარმო და ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ქალაქი ინგლისში). აქ, პროფესიონალური მუშაობის კომბინაცია – ხელობისა და კვალიფიკაციის გამოყენება, თაობებს გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები