LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბასილაია: დაქოქილი თოჯინასავით ლაპარაკია, თუ სურვილი აქვს ჩავრთოთო, მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე!

65
ბექა ბასილაია

„დაქოქილი თოჯინასავით ლაპარაკია, თუ სურვილი აქვს ჩავრთოთო, მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე!“ – ამის განცხადებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე დავით კურტანიძეს მიმართა.

როგორც მანვე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ. ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლეები თავს შეურაცხყოფას მათივე გადაწყვეტილებებით აყენებენ.

„ბრალდებული აქ რომ არ მოიყვანეს უკანონოდ, ამის შეფასებას რატომ ვერ აკეთებთ? შეურაცხყოფას თქვენ თავს თქვენი გადაწყვეტილებებით აყენებთ. ერთი და იგივეს საუბრობთ დისტანციურ ჩართვაზე, თქვენი მიზანია მიხეილ სააკაშვილი აქ არ იყოს და როცა უკანონო დავალებებს ასრულებთ, მორალს ნუ კითხულობთ,“- განაცხადა ბასილაიამ.

ბასილაიას საპასუხოდ მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალდებული, მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართვაზე უარს თავად აცხადებს.

ბექა ბასილაია: ნებისმიერი განცხადება თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ არის ფარისევლობა

„სასამართლო მზად არის, ნებისმიერ დროს უზრუნველყოს ბრალდებულის დისტანციურად ჩართვა, სასამართლოს თვითმიზანი არ არის ბრალდებულის მოყვანა. თუ ბრალდებული უარს აცხადებს დისტანციურად მონაწილეობაზე, ეს მისი უფლებაა,“- განაცხადა კურტანიძემ.

ადვოკატებმა მოსამართლე დავით კურტანიძისა და პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ ბრალდებას განიხილავენ.