LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ჩხაიძე: „მამა იოანემ დამირეკა, მანქანიდან გადადიო… გადმოვედი და ბიჭები მირეკავენ ნახევარ საათში, მაგრად დავილეწეთო…“

5146
beqachxaidze

მომღერალი ბექა ჩხაიძე ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს უყვება ზოვრეთის მამათა მონასტრის, მამა იოანეს შესახებ და აღნიშნავს, რომ ბევრი სასწაულის მომსწრე გახდა…

ბექა ჩხაიძე:

„იცით, მამა იოანე როგორი მოძღვარია? შეიძლება, უცებ დამირეკოს და მითხრას, მაგ მანქანიდან გადადიო და გადავსულვარ კიდეც. ერთხელ ბიჭებთან ერთად მივდიოდი მანქანით, რომ დამირეკა, ბიჭებს უთხარი, ძალიან ძლიერი მოძღვარი მყავს და ის რომ მეუბნება, მანქანიდან გადადი, ესე იგი, ასეა საჭირო და ჩავიდეთ-მეთქი. არ დამიჯერეს, დამცინეს. მე ჩამოვედი მანქანიდან, ისინი კი წავიდნენ. ნახევარ საათში მირეკავენ და მეუბნებიან, მაგრად დავილეწეთო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები