LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ ხარანაული: „თავისუფლება ღმერთმა ადამიანს თავში სახლელად აჩუქა… ვირიც კაი გალაღებული გარბის, სანამ მგელი შეხვდება…“

822
besik-xaranauli

„იმედის“ ჟურნალისტი, მარიამ ჯანელიძე აქვეყნებს ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან მწერალ ბესიკ ხარანაულთან ჩაწერა. უფრო სწორად, ეს არის ინტერვიუს შემდგომი საუბარი, როცა კამერა ჯერ კიდევ ჩართული იყო, ხოლო ცნობილი მწერალი საუბრობდა იმის შესახებ, როგორ „წაასწრო თავისუფლებას“. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის თავისუფლება, მან ასე უპასუხა:

„თავისუფლება არის უწონადობა ალბათ,  სრული და უტვინობა. ხომ ამბობენ, თავისუფალი ვარო. არა!..  არც წონა მაქვს, არც აზრი მაქვს, არც გონება მაქვს, არც არაფერი მინდა… მაშინ ვიპოვე, წავასწარი… თავისუფალს რომ იტყვი, უკვე აღარ ხარ თავისუფალი. არ ვიცი, სად მიწერია… თავისუფლება ღმერთმა ადამიანს თავში სახლელად აჩუქა. თავისუფალი ხარ და აბა, ვნახოთ რა, ძმაო… ვირიც კაი გალაღებული გარბის ხოლმე, რომ აიწყვეტს, მაგრამ მგელი რომ შეხვდება, ნანობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები