LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგური დაკითხვის პროცესის შესახებ წერს: „დაჭერაში აგერიათ, პატარებო! ასე არაა, დამიჭირო!..“

14660
zanguribs

მსახიობმა ბესო ზანგურმა, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა, ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, მცირე ხნის წინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაკითხვის შესახებ დაწერა. ის კოლეგების მხარდაჭერის ნაკლებობით ძალიან არის იმედგაცრუებული და მიმართავს ადამიანებს, რომელთაც ეგონათ, რომ ის დააკავეს.

ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა

„გაფაციცებით ელოდებოდა მთელი „ნაციონალური“ მანქანა და ჩემი უახლოესი, გულითადი მეგობრებიც, ღამის სამ საათამდე, სანამ ჩემი უდანაშაულობა მტკიცდებოდა 2 მიმართულებით ერთ-ერთ განყოფილებაში…

სადაც ყველა დეტალი და ფაქტი გავიარე ზემოდან დედა***ული „რუსთავი 2“-ის ჩვენების მიცემის ქვეშ… გვერდზე ოთახში „რუსთავი 2“ გადაღებული კადრებით წერდა, რომ დავეჭირე და მე აქ ვაძლევდი ჩვენებას… ბოლომდე არ მჯერა და მადლობა ძალებს, რომელთაც სიმართლის ძალა გამონახეს… მადლობა განგებას, რომ დედა გათიშულია და ვერ ხედავს ყოველივეს…

მთელი ეს დღეები, მე და ჩემს ცოლს საშინელი დარტყმების ქვეშ გვიწევს ბავშვებისთვის იგივე, მშვიდი და მოსიყვარულე გარემოს შექმნა და ზურგი დაგვისისხლიანა ნასროლმა ისრებმა! არავინ, თუნდაც სიტყვით, არ ამხნევებდა ჩემს უღირსეულეს გოგოს, რომ გადაეტანა ეს ცილისწამება! მეგობართ, სტუდიაში ეტყობა ამცნეს, რომ დაკითხვააა და გაეხარდათ ზოგიერთ ვაი მეგობარს – დაჭერაში აგერიათ, პატარებო! ასე არაა, დამიჭირო. გაგიმეოროთ ჩემი სახელი და გვარი? თქვენგან განსხვავებით, მხოლოდ ასოებისგან არ შედგება ჩემი პიროვნება! ხო, ეგონათ დამაკავეს და წერეს სტატუსები კაცმან, თუ ქალმან მოყვანილი ამა თუ იმ კლასიკოსით… არც რამიშვილმა აცხელა, ეგეც ვუდი ალენი არ მყავდესო და არც კოლეგებმა! კოჭლი ცხვარი არა, მაგრამ თეთრი ტრ**ის მნახველი არ ვარ, ეთნოგრაფიული ტრ**ით ხარ და რაში მჭირდებით ასეთი უტ**ები??

პატარები ხართ… გული მატკინეთ! მერამდენედ… სულ ტყუილად! განა არ იცით, რომ არ ვარ მოძალადე?არა, იცით მაგრამ….ქართველები ხართ და ხომ უნდა მომსპოთ, ეს სენია ქვეყნის! გიმეორებთ: თქვენ შეიძლება ამშალოთ, დამამსხვრიოთ, მაგრამ დაკვრას? ვერ ეღირსებით“, აღნიშნავდა ბესო ზანგური სტატუსში, რომელიც უკვე ამ დროისთვის მის „ფეისბუქ“-გვერდზე აღარ იძებნება.

მან ადვოკატი აიყვანა, რომელმაც განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ბესო ზანგურის ინტერესებს ამიერიდან, მათ შორის, მედიასთანაც, ის წარმოადგენს:

„ამ წუთიდან, შეთანხმებით, ოფიციალურად, ბესო ზანგურის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატი ვარ და თუ რომელიმე უწყებას რაიმე შეკითხვა ექნება, მზად ვარ…  ბესო ზანგური აღარავის უპასუხებს! მათ შორის, არც მედიას…“

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგურის ბობოქარი პირადი ცხოვრება, ხუთი შვილი და თვითმკვლელობის მცდელობა
რობერტ სტურუა: ,,კაცს კლავთ და არ ხართ დარწმუნებული 100%-ით მის დანაშაულში…”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები