LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე“ – რას ამბობს პრემიერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ

126
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

მე მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დახურული შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, „მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს“.

მთავრობის მეთაურის განცხადებითვე, თუ კონკრეტული საქმისთვის აუცილებელი იქნება, მზად არის, რომ მოსამართლეების წუხილი გაიზიაროს და სიტუაციის მოგვარების გზებზე ერთად იმსჯელონ.

ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით

„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით“, - განაცხადა პრემიერმა.

„მე მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა. გიდასტურებთ, რომ ინფორმაცია მივიღე. ის მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან და საბჭოს წევრებისგან. ეს დახურული შეხვედრა იყო და ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს.

იცით, რომ ხელისუფლება სასამართლოსთან ზედმეტ კონტაქტსაც კი ვერიდებით, გარდა იმისა, რომ ჩვენს მოსამართლეებს მხარდაჭერას ვუცხადებთ. კონტაქტები მაქსიმალურად შემცირებული გვაქვს. თუ კონკრეტული საქმისთვის აუცილებელი იქნება, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის მზად ვარ, რომ მოსამართლეებისგან ინფორმაცია მოვისმინო, მათი წუხილები გავიზიარო და ამის შემდეგ, ჩვენ ერთად დაგვეგმოთ, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის მოგვარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს 5 აპრილს სანქციები დაუწესა.

ამავე თემაზე:

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წულუკიანი: „ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობს, გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო, როგორც მომინდება..“

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

ირაკლი შენგელია: ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების ორგანოს, სადავო გავხადო სანქცირებაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, „კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას არ ვაპირებ

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g