LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდა

4609
247125450

ბერა ივანიშვილსა და მის მეუღლე ნანუკა გუდავაძეს შვილი შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაციას მათი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წყვილს ვაჟის შეძენას ულოცავენ.

25 ნოემბერს, ბერამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მომავალი მშობლები უკვე დღეებს ითვლიან.

დღეებს ვითვლით - ბერა ორსულ მეუღლესთან ერთად ახალ ფოტოს აქვეყნებს

რეპერი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მომავალი მშობლები უკვე დღეებს ითვლიან.

ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიწონა და წყვილს ბედნიერება უსურვა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა და მისმა რჩეულმა ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნო­ემ­ბერს სვეტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g