LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი ბოლო ერთ თვეში კიდევ უფრო გამდიდრდა

1023
ბიძინა-ივანიშვილი-1

ყველზე მდიდარი ქართველი და ქვეყნის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდა.

Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა. 500 მილიარდერს შორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, 349-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 5,37 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2019 წლიდან 30 ივლისის ჩათვლით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 375 მილიონი დოლარით (+7,5%) გაიზარდა.

„ივანიშვილმა ქონება პოსტ-საბჭოთა რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში რკინის მადნეულისa და ფოლადის წარმოებით, ბანკებითა და უძრავი ქონებით. აქტივების უმრავლესობა მან 2003-დან 2006 წლამდე გაყიდა, დანარჩენი კი სანამ 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩევდნენ. ერთი წლის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა”, – წერია ივანიშვილის მოკლე აღწერაში.

წელს ბიძინა ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა

მას თავისი ქონებით 3.9 მილიონი უნცია ოქროს ან 85.7 მილიონი ბარელი ნავთობის ყიდვა შეუძლია.

„ბლუმბერგის“ მიხედვითვე, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მსხვილი აქტივები ფულადია.

 

აღსანიშნავია, რომ Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ამ ეტაპზე მილიარდერების სიაში პირველ ადგილზე 119  მილიარდი აშშ დოლარით კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, 108 მილიარდი დოლარით მას ბილ გეითსი მოყვება, მესამე პოზიციაზე კი – ბერნარდ არნაულტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები