LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცვლიშვილი: „რა მოიტანა პოლიტიკაში საჯაროდ მესამედ მობრუნებულმა ივანიშვილმა? სამუშაოები ადგილები? – არა, ახალგაზრდებისთვის რაიმე პერსპექტივა? – არა, რაიმე სოციალური პროექტი? – არა, მან ერთადერთი რამ მოიტანა – „რუსული კანონი“

165
ანა ნაცვლიშვილი და ბიძინა ივანიშვილი

„რა მოიტანა მესამედ საჯაროდ პოლიტიკაში მობრუნებულმა ივანიშვილმა? სამუშაოები ადგილები? – არა. ახალგაზრდებისთვის ქვეყანაში რაიმე პერსპექტივა? -არა. რაიმე სოციალური პროექტი? – არა. მან ერთადერთი რამ მოიტანა უკან – „რუსული კანონი“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ერთადერთი გზა, რომლის შეთავაზებაც „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის შეუძლია.

„ამ გზას, რუსულ გზას, ქართველმა ხალხმა ერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, გადამწყვეტი ბრძოლა იქნება არჩევნებზე, როდესაც უნდა დასრულდეს არა მხოლოდ „რუსული კანონი“, არამედ „რუსული ხელისუფლება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა აღნიშნა, გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებით სამიზნედ ქალები ამოიღო და ამ ბრძოლის ინსტრუმენტი ყველაზე ხშირად სექსისტური სიძულვილის ენაა.

„გირჩის“ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა საბოლოო – მესამე მოსმენით დაამტკიცა

„ეს ხელისუფლება ებრძვის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვერ დაიმორჩილა, ვერ დააშინა, ვერ დაიქვემდებარა და ვერ გააკონტროლა. ქალებთან მიმართებით ამ ბრძოლის ინსტრუმენტი ყველაზე ხშირად არის სექსისტური სიძულვილის ენა.

ასევე ნახეთ

„კი ბატონო, ყველა შემთხვევაში მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო და რაც მთავარია, განვუმარტე იმ ადამიანებს ვინც აქ ბრძანდებიან, ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას.“

თუმცა ის არა მხოლოდ ქალებს გვებრძვის, უბრალოდ, ქალები განსაკუთრებით ამოგვიღეს სამიზნედ. ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც პირად საუბრებში არაერთხელ გვითხრეს, რომ ჩვენ, ქალი დეპუტატები მათ სერიოზულ პრობლემებს ვუქმნით და ისინი ამას არ შეეგუებიან“. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნინო წილოსანი: „ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად… ძალიან ვწუხვარ ამ უხამსი კომენტარის გამო“

magti 5g