LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძე: „სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება, რუსული კანონის განხილვას იწყებს“

132
ირაკლი კუპრაძე

„სიმბოლურია, რომ დღეს 9 აპრილის წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას“, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურიმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კუპრაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ადამიანი, რომელიც აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარი სიმბოლოს, გენერალ ლებედს, ახლა ცდილობს საქართველოში მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებს. ქართველ ხალხს მომავალს დაუკარგავს, ქვეყანას რუსეთიზაციის შეუქცევად რელსებზე დააყენებს“.

კუპრაძის თქმით, „ლელო“ ემსახურება საქართველოს და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე:

პრემიერი: „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე“

„ლელოს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება.

სწორედ რუსეთია დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესებს ემსახურება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვის.

ასევე ნახეთ

„თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი ვინც უფრო კარგად იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!“

1.    ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დავაწესებთ სავიზო რეჟიმს რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში;

2.    ჩვენ დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის;

3.    ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვას;

4.    ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსულნომრიანი ავტომანქანების შემოსვლას;

5.    ჩვენ ავკრძალავთ სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობას;

6.    ჩვენ დავუწესებთ „საოკუპაციო მოსაკრებელს“ რუსულ ბიზნესს, რომლითაც დავაფინანსებთ დევნილთა საჭიროებებს;

7.    ჩვენ დავაწესებთ აკრძლვას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე, არა რუსულ ფრენებს საქართველოში;

8.    ჩვენ ავკრძალავთ რუსულ მაუწყებლობას საქართველოში, შევზღუდავთ რუსული პროპაგანდის გავრცელებას;

9.    ჩვენ ავკრძალავთ რუსული ფონდების საქმიანობას საქართველოში“. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ხაბეიშვილი: „მარტივი კითხვა დაუსვით თქვენს თავს, ვის რა სიკეთე მოგეცემათ ამ კანონით? პროდუქტები გაიაფდება, კომუნალურები დაიკლებს, ხელფასები მოგემატებათ თუ ემიგრანტები დაბრუნდებიან? – 2024 წელი ცვლილებების უნიკალური შესაძლებლობაა“

პოპულალურები