LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” კვლევას აქვეყნებს

96
ბიძინა ივანიშვილი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. 

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სტატიაში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები მმართველი პარტიის დამფუძნებლის და საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების შესახებ რუსეთში.

კვლევის პრეზენტაციაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გაურკვეველი პოზიციები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით შესაძლოა, კავშირში იყოს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში მოქმედი ბიზნესინტერესები აქვთ.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა როცა განაცხადა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა, რადგან, ორგანიზაციის განმარტებით:

? 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია.

? დღეის მდგომარეობით კი, ბიძინა ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс).

“პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევაში ის გზებია განხილული, რომლითაც ორგანიზაციის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს რუსეთში ფლობს, ეს არის – ოფშორული კომპანიები, ნათესავები და წარმომადგენლები.

“პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არც დაუმალავს, რომ ისინი რუსეთთან ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას გაატარებდნენ. წლების განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკის ხელშეწყობით, საქართველოს ეკონომიკის გარკვეული სეგმენტები რუსეთზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა. დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება”, – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

პოპულალურები