LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო – მისი როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

146
ღარიბაშვილი ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო“. მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში მისი როლი, გადამწყვეტია“.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

„ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებით ვაფასებ, ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი“ – რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს

„ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, (დღეს არცერთი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა ეს), დღეს ქვეყანა შეიძლება საერთოდ აღარ გვქონოდა. 2012 წელს წინა, მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა ომში ჩაბმული იქნებოდა, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად განადგურებას. შეიძლება დაგვეკარგა სუვერენიტეტი და ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, ლომის წვლილი, მთავარი უნიკალური როლი მან შეასრულა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მან თავად განმარტა ყველა მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში ბრუნდება. დღეს გეოპოლიტიკური ვითარება ყოველდღიურად იცვლება და ეს ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება მსოფლიო წესრიგი. არავინ იცის, ეს რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის და რაც მთავარია ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება“,- განაცხადა პრემიერმა.

„ეს მისი არჩევანი იყო“ – რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტზე

ბიძინა ივანიშვილი: ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები