LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილს იმედოვნებს, რომ მომავალ პარლამენტში “ქართული ოცნების” გუნდის ნახევარი ადგილებს შეინარჩუნებს

77

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სავარაუდოდ პარლამენტში “ქართული ოცნების” გუნდის ნახევარი ადგილებს შეინარჩუნებს . ამის შესახებ ბიზინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, დღევანდელ პარლამენტში “ქართული ოცნების” თითეული წევრი ღირსეულია და მათ პატივს სცემს მათი დამსახურებების გამო. თუმცა, მიიჩნევს, რომ საპარლამენტო გუნდი უნდა გადახალისდეს. იგი უნდა დაკომპლექტდეს ისეთი წევრებით, რომლებსაც კანონწარმოების პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. ასევე, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში უჭირთ ისეთი დეპუტატები, რომლებიც ინგლისურ ენას კარგად ფლობენ.

“მომავალ არჩევნებში “ქართული ოცნების” ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიქნები. ამით მე არავითარ კანონს არ ვარღვევ. როგორც მოქალაქეს, ამის უფლება მაქვს. ყველა ჩემი რესურსით მაქსიმალურად მხარს დავუჭერ “ქართულ ოცნებას”. მსგავსი განცხადება მათთან გავაკეთე. ჩემს თანაგუნდელებს ისიც შევახსენე, რომ თითოეულ მათგანს პატივს ვცემ. პარლამენტში ბევრი გამოჩენილი პიროვნებაა, სპორტსმენი, მეცნიერი, თუ საზოგადო და ხელოვნების მოღვაწე. თითოეული მათგანი ღირსეულია და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. მაგრამ პარლამენტი, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. გუნდის წევრებად უნდა დარჩნენ ყველანი და იმედი მაქვს, რომ ესეც მოხდება. ინგლისურენოვანი გვიჭირს, რომ ევროპაში გაგზავნოთ. რა თქმა უნდა, განათლებული, უფრო დახვეწილი უნდა მოვიდეს”, _ აღნიშნა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g