2021 წელს კინოკომპანია „უნივერსალი“ ახალ რომანტიკულ ფილმს წარმოადგენს, რომლის სახელწოდებაა „ბილეთი სამოთხეში“. უკვე ცნობილია, რომ ახალ კომედიაში მთვარ როლებს ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერთსი შეასრულებენ. ეს იქნება მსახიობების პირველი ეკრანული დაბრუნება 20 წლიანი პაუზის შემდეგ. სწორედ ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ოუშენის 11 მეგობარი“.
ცნობილია, რომ ახალ ფილმში ჯულია და ჯორჯი განქორწინებულ წყვილს განასახიერებენ. ისინი ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ ხვდებიან, რომ ბალიზე გაემგზავრონ და შვილს ქორწინება გადააფიქრებინონ.