LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილიკები და ტივტივა ეტლები – სიახლე ბათუმის სანაპიროზე [ფოტოები]

1258
BATUMI2

ბათუმის სანაპირო ზოლზე ადაპტირებული ხის ბილიკების დალაგება დაიწყო. წელს, პირველად პლაჟის სრულად ადაპტირება და ზღვამდე ჩასასვლელი ბილიკების მოწყობა ხორციელდება.

როგორც „ფორტუნას“ ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განუცხადა, სულ სანაპიროზე 11 ასეთი ბილიკი დაიგება.

„ამ ბილიკებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ეტლით მოსარგებლე პურებს, ასევე მშობლებს. ძალიან მარტივია და კომფორტული ველოსიპედისტებისთვისაც. ასევე ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც ბილიკები ზღვის სანაპირომდე მაქსიმალურად ჩავა,“ – განაცხადეს ბათუმის ბულვარში „ფორტუნასთან“.

მათივე თქმით, ძველ ბულვართან ერთი ლოკაცია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ადგილზე მათ 5 ტივტივა ეტლიც დახვდებათ, რომლითაც წყალში შესვლას შეძლებენ. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს.

„ძველ ბულვართან ე.წ. ძველი გემის მიმდებარედ, ლოკაცია მთლიანად ადაპტირდება. საწყის ეტაპზე შევიძენთ 5 ეტლს, ასევე იქნება ადაპტირებული საშხაპე-გასახდელი. ეს საპილოტე პროექტია და თუ მოთხოვნა იქნება მომავალში აუცილებლად გავზრდით რაოდენობას,“ – განაცხადა მაგდა ჯანიანმა „ფორტუნასთან“.

სეზონის გასხნამდე,  ახალი ბილიკებით ძველი ბულვარი რესტორან სან რენომდე აღიჭურვება, მომავალში კი ახალი ბულვარის მიმდებარე პლაჟების ათვისებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები