LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით მაშინ, როცა სკოლების დიდი ნაწილში ტუალეტში წყალი არ არის – ნაცვლიშვილი ჩხენკელს

202
1

პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს, განათლების მინისტრს, “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა.

ნაცვლიშვილმა მიხეილ ჩხენკელს რიტორიკული შეკითხვით მიმართა – რეალობას აცდენილი ხომ არ არის განათლების მინისტრის მოხსენება და ბირთვულ კვლევებზე საუბარი მაშინ, როცა საჯარო სკოლების დიდი ნაწილში ტუალეტში წყალი არ არის:

“ძალიან ცინიკურად მოგექცათ საკუთარი გუნდი, თქვენს შემობრძანებამდე დარბაზში ძალიან მკაფიო გზავნილი გაიგზავნა აქედან, რომ განათლებას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს, რამდენიმე წუთით ადრე თქვენმა გუნდმა მხარი დაუჭირა ყველაზე მაღალ თანამდებობებზე უზენაეს სასამართლოში ადამიანებს, რომლებიც არც განათლებით და არც კვალიფიკაციით არ გამოირჩევიან და ამით თქვენ დაგამცირათ.

ახლა რაც შეეხება თქვენს მოხსნებს. კარგია ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობები და ბირთვულ კვლევებში ჩვენი ჩართულობა,  მაგრამ აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება, როცა ბირთვულ კვლევებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე გვესაუბრებით, როცა თქვენ ხართ განათლების მინისტრი იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდი ნაწილში ტუალეტში არ არის წყალი, ბავშვები სხედან მშივრები.რომელიმე კოლეგა ნუ შემეკამათება აქ, რომ ეს არასათანადო კვებააო.

ბავშვი როცა ამას ამბობს, ის ამბობს, რომ მშიაო. ტერმინებით თამაშს არ იწყებს და ისე მიდის სკოლაში. იმ განათლების მინისტრი ხართ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ძალადობის და სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია, განათლების სისტემა დატოვოს. ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან გამყარებულ რაღაც თანამშრომლობაზე. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას.” – მიმართა ნაცვლიშვილმა განათლების მინისტრს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები