LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა

235
dapirispireba chyondidi

მარტვილში, სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მეუფე სტეფანესა და დასჯილი სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა.

დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებას.

სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.

მანამდე, სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g