LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს: „ოპერაცია ავსტრიაში უნდა ჩაუტარდეს“

1330
დავიტ

ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე იყო დაკავებული.

კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა.

როგორც კოდუას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, აღკევთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა.

ღურწკაიას თქმითვე, მათ სასამართლოში ახალი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამასთანავე, კვლევები სჭირდება.

ადვოკატის განმარტებითვე, კოდუას ავსტრიაში ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს.

ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შემაკავებელზე მქონდა პრეტენზია და დაიჭირეს, არ ველოდებოდი: დაკავებული დავით კოდუას მეუღლე დაკითხვაზე მივიდა

პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი წარუდგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები