LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით“ – ანა წითლიძე უმრავლესობის წევრებს

213
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი, რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა ამაზე აუცილებლად დაგეკისრებათ, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძესა და დეპუტატ ბექა ოდიშარიას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ.

აღნიშნული განცხადებით წითლიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ გუშინ კულტურის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას გაკეთებულ განცხადებას, რომ „ვინც მათ პრორუსს დაუძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში”.

ოდიშარია: „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს“

„მინდა ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ „თუ ვინმე ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს“. ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე, აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იმავეს – „თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს“. დღეს დარბაზში არ არიან, იმედია მოუსმენენ.

მინდა მათ ვუთხრა: ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი, რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა ამაზე აუცილებლად დაგეკისრებათ და ისტორია აუცილებლად ასე შეაფასებს. ძალიან ვწუხვარ თქვენი ოჯახის წევრებისა და თქვენი შვილების გამო. ახსენეთ, შვილებს იმის გამო აბულინგებენ, რომ თქვენ ხართ რუსები, მაგრამ თქვენ ასევე ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, რომ როგორც სერგო ორჯონიკიძემ გააკეთა არჩევანი ყოფილიყო სერგო ორჯონიკიძე, თქვენი არჩევანი არის ის, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყანაში რუსები მთელი თქვენი ქმედებებით. ჯერ სად ხართ! არა იმიტომ, რომ აქ ვინმე რამეს დაგიშავებთ, თქვენ ნახავთ რას ნიშნავს იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომლის 20%-იც არის ოკუპირებული და რომლისთვისაც რუსეთი არის ისტორიული მტერი.

რაც არ უნდა განცხადებები აკეთოთ და მიპასუხოთ მოშეს დაწერილი მესიჯებით 9 წელთან დაკავშირებით, თქვენ ხვდებით, რომ 2013 წელს თუ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდებოდა, რომ თქვენ პრორუსები კი არა რუსები ხართ, დღეს ეს წრე ძალიან გაფართოვდა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის თქვენ ხართ რუსები. მიკვირს, თუმცა არც მიკვირს და მესმის, რომ განიცდით იმიტომ, რომ ყველანაირი მორალური უპირატესობა დაკარგული გაქვთ, მაგრამ ის მიკვირს, რომ გწყინთ, თქვენ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას უკარგავთ ახლა ჩემს ქვეყანას, ისტორიულ შანსს და კიდევ თქვენ გწყინთ, როდესაც რუსებს გეძახიან?! უნდა მიიღოთ, როგორც მოცემულობა. და რადგან მიიღეთ გადაწყვეტილება რომ თქვენი ქმედებები იყოს მოღალატეობრივი, მაშინ ამასაც უნდა შეეგუოთ და ამ პასუხისმგებლობით უნდა იცხოვროთ.

მესმის ძალიან კარგად, რომ მძიმე დღეში ხართ, იმიტომ, რომ მორალური უპირატესობა და მორალური სიცხადე დაკარგული გაქვთ, საკუთარ შვილებთან გრცხვენიათ იმის, რომ გეძახიან რუსებს. თქვენი არჩევანია მონაწილეობა მიიღოთ და იყოთ ამ ქვეყნის ღალატის შემოქმედები და ამის პასუხისმგებლობის აღება ცხადია, მოგიწევთ!“- განაცხადა წითლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები