LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ – ხოშტარია გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მიმართავს

147
BeFunky-collage (8)

“მივმართავ გავრილოვს, კადიროვს და პუტინს – ბოდიშის მოხდა კი არა, დაჩოქება მოგიწევთ ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – ამ სიტყვებით საპროტესტო აქციაზე ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გამოვიდა. მისი თქმით, 20 ივნისი არის “ქართული ოცნების” სირცხვილია, მაგრამ ქართველი ხალხის ღირსების დღეა მიუხედავად დიდი ტკივილისა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ ვინც ხელისუფლებაში მოვა, არავინ აღარ უნდა გაიფიქროს, საკუთარ მოქალაქეებზე ასე მოპყრობა.

„20 ივნისი ჩვენი გულებიდან და მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება, ყოველთვის გვემახსოვრება და ყოველთვის მოვითხოვთ პასუხს იმაზე რაც ერთი წლის წინ, ამ დღეს მოხდა. 20 ივნისი არის ტკივილის დღე, იმიტომ, რომ დღეს აქ და სახლებშიც არიან ადამიანები, ვინც იმ ძალადობისგან საშინლად დააზარალდნენ. მე ხშირად ამ სახელების ხსენება არ მიყვარს, მაგრამ დღეს არ შეიძლება არ ვახსენო კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთ თვალზე მხედველობა აფხაზეთის ომის დროს დაკარგა და მეორე თვალზე აი აქ, ქართველი პოლიციელებისგან, „ქართული ოცნებისგან“ და დღეს საერთოდ ვეღარ იხედება.

ჩვენს ხალხს ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება – მარგველაშვილის მიმართვა აქციაზე

მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს ადასტურებს: “საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე”

ეს ტკივილი დაუვიწყარია და ვერასდროს ვერ წაიშლება. 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე, რომელსაც ვერ მოიწმენდენ, მაგრამ ამასთანავე ეს არის ქართველი ხალხის ღირსების დღე. ღირსების, როდესაც ჩვენ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და გავრილოვს გამოვართვით და ვუთხარით, რომ გვეკუთვნის ჩვენ, ეკუთვნის დასავლეთს, თავისუფლებას და ადამიანის ღირსებას. ამიტომ, 20 ივნისს, მიუხედავად ტკივილისა, ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა დავიწყეთ.

თქვენი გადადგომა გაფორმდება უახლოეს პერიოდში არჩევნების გზით – დიღმელაშვილი გახარიას მიმართავს

ბრძოლა, რომელიც ოქტომბერში ძალიან დიდ ეტაპს გაივლის. ოქტომბერში ჩვენ ამ „ქართულ ოცნებას“ შევცვლით, მაგრამ ეს ბრძოლა კიდევ უფრო დიდია. ვინც ხელისუფლებაში მოვალთ არავინ აღარ გაიფიქროს, რომ თავის მოქალაქეებს ასე მოეპყროს. და ბოლოს, მე მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო. ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები