LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

165
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა, როგორც „ცხოველების ფერმას“ ისე ექცევა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს – ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე, ე.წ. აგენტებთან დაკავშირებით კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

„ეს კანონი თავისთავად სამარცხვინოა თავისი შინაარსით. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს პროპაგანდა. მათი სამიზნე არის დასავლეთი, ამერიკა, ევროპა და ყველა, ვინც მასთან დაკავშირებულია.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ეს კაცი საკუთარი ძალაუფლებისთვის გვაპირისპირებს თავისუფალ სამყაროს, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ამ კაცის ნაბიჯები ჩვენ გვტოვებს დაუცველს ჩვენი მტრის – რუსეთის წინაშე“. – განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

„არ მიიღოთ რუსული კანონი“ – პროფესორ-მასწავლებელები და მეცნიერ-თანამშრომლები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე