LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 426 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 33 337 მოქალაქე

65
Untitled design (2)

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 33 337 ადამიანია აცრილი.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვაქცინა გაიკეთა 1 426-მა ადამიანმა.

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

იმუნიზაციის პროგრამაში თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც მოყვა 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ პირები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანარგილი ადამიანები ჩაერთნენ.

ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფები იცრება როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე “ფაიზერის” ვაქცინით.

“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციისთვის ვებპორტალიც აამოქმედა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 50 851 მსურველი.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1 226 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

აჭარაში შემთხვევების რიცხვმა მოიმატა, დადებითობის მაჩვენებელი 4.38 % -ია- რა ხდება რეგიონებში

magti 5g