LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 3 წლის განმავლობაში, რუსეთი ბენზინის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში

75
person-using-petrol-pump-008

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში, ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში.

2020 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1106 ათასი ტონა, რაც 10 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან (1096 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2020 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 540,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან 0,7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 565,6 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან 2,5%-ით).

2020 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 342,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 214,9 ათასი ტონა – 19,4%,  რუმინეთი – 206,9 ათასი ტონა – 18,7%, ბულგარეთი – 112 ათასი ტონა – 10,1%, თურქმენეთი – 104,7 ათასი ტონა – 9,5% , საბერძნეთი – 45 ათასი ტონა – 4,1%, ყაზახეთი – 41,5 ათასი ტონა – 3,7%, თურქეთი – 16,6 ათასი ტონა – 1,5% , მოლდოვა – 10,6 ათასი ტონა – 0,9% და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება და ის ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია”, – აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები