LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონლის რეიტინგები

119
ავტო

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული 2023 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 005.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტზე 4 079.4 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 14.4%-ით), იმპორტიზე კი – 9 925.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 17.8%-ით) მოდის.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავეს 1 368.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.1%), მესამე ადგილზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოები მოხვდა 169.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2%).

რაც შეეხება საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 716.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2%), მესამე ადგილს კი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები