გუშინ ლონდონში ,,ჯეიმს ბონდის” შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პემიერა შედგა. ხმაურიანი და ძალიან ვარსკვლავური პრემიერა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მას სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ერთმანეთის მიყოლებით წითელ ხალიჩაზე გამოჩდნენ პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ -ბოულზი. მათ მოჰყვნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.
პრემიერას ალბერტ-ჰოლი მასპინძლობდა, სადაც მთავარი გმირი ქეით მიდლტონი გახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიამ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. ის „ჯენი პეკჰამის“ ულამაზეს, ოქროსფერი კაბაში ბრწყინავდა. კაბა დეკოლტე ულამაზესი შლეიფითა და ასიმეტრიული მკლავებით ქეითს პირველად ეცვა. პრემიერამდე სამეფო ოჯახმა დენიელ კრეიგი საპატიო ორდენით დააჯილდოვა. ჩვენების დასრულების შემდეგ კი, უილიამი და ქეითი ფილმში მონაწილე მსახიობებს შეხვდნენ. „ახლა სიკვდილის დრო არ არის“, ასე ჰქვია ბონდიანას მორიგ ფილმს, რომელიც ეკრანებზე უკვე გამოდის.