LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოქსირებული განყოფილებიდან გამოვედი” – უგულავას პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ

261
1111

“ბოქსირებული განყოფილებიდან გამოვედი” – ეს განცხადება გიგი უგულავამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის კვლავ აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში.

„მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იყო: ჯერ მე-9 დაწესებულება იყო, მერე გზაში მე-12 გახდა – დირექტორით დაწყებული, ექიმით და რიგითი ინსპექტორით დამთავრებული – ყველას მინდა მადლობა ვუთხრა.

გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

ასევე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს. სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. პირობა ეგრეა- როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა. ნავსი უკვე გატყდა და შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს ასე იქნება,“ – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა.

ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ - პრეზიდენტი ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე

“მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ,” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება ევალება: საზოგადოებამ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება ვერც მაპატიოს – პრეზიდენტი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე „ეს აშკარაა, რომ ოპოზიცია აპირებს ამ სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით პროცესების დესტაბილიზაციას, თუმცა ამისი ძალა […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g